სხვა

17:24 | 18.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძე: "რთული გზა გავიარე, მაქსიმუმი გავიღე და შედეგიც სახეზეა"

სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ტიტულის მოგების შემდეგ ქართველმა მოფარიკავემ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს დიდი შრომის შედეგია. როგორც მან აღნიშნა მაქსიმუმი გააკეთა, ახლა კი, მიზნად მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებას ისახავს.

“პირველ რიგში დიდი მადლობა ოჯახის წევრებს, ასევე ფარიკაობის ფედერაციის დიდ ოჯახს. მოსამზადებელი პერიოდი ძალიან რთული გამოდგა, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. მაგრამ ეს სპორტია, თუ არ დანებდები და ყველაფერს გააკეთებ, შედეგს აუცილებლად მიაღწევ. ამიტომ ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ჩემი გუნდის ყველა წევრს, ექიმებს, მწვრთნელებს. ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც დიდი შრომით მიაღწევ შედეგს.

ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი პერიოდი საფრანგეთში, ორლეანში გავატარე, ჩემს პირად მწვრთნელ კრისტიან ბაუერთან. რთული იყო, რადგან ბაუერი დიდი პროფესიონალი და ძალიან მომთხოვნი მწვრთნელია. ეს იყო რთული გზა დიდი შედეგისკენ, მაქსიმუმი გავაკეთე და შედეგი სახეზეა.

ძალიან რთული დღე იყო, ეს ევროპის ჩემპიონატია და იოლი მეტოქე ან იოლი ბრძოლა აქ არ არის. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული შეჯიბრი გამოდგა, ვეცადე, რომ მთელი დღე კონცენტრირებული ვყოფილიყავი და ყველაფერი გამომივიდა. წინ მსოფლიო ჩემპიონატია და ჩემი მიზანი რა თქმა უნდა საუკეთესო შედეგია. მაქვს საკმარისი ძალა, რომ კიდევ ერთხელ გამოვავლინო ჩემი მაქსიმუმი“, - თქვა ბაზაძემ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093538