საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა ცურვის საერთაშორისო ფედერაციის (FINA) კონგრესზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ ოლიმპიურ მოძრაობას წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში ადამიანების გაერთიანებაში დახმარება შეუძლია.
"კრიზისის შემდგომი სამყარო ბევრად წინააღმდეგობებით სავსე იქნება და ჩვენ მასზე დაფიქრება გვმართებს. შექმნილ ვითარებაში შესაძლებლობების გამოძებნაა საჭირო. ადამიანებს სურთ იცხოვრონ მშვიდ მსოფლიოში. ისინი ეძებენ გამაერთიანებელ ძალებს, ოლიმპიურ მოძრაობას კი შეუძლია ეს ძალა გახდეს. ჩვენ ეს გამოვიარეთ პანდემიის დროს," - აცხადებს ბახი.
GEONOC.ORG.GE







