კალათბურთი

11:08 | 29.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა

საქართველოში სპარინგ-მატჩების ჩასატარებლად ჩამოსული თურქეთის 18-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც “ა” დივიზიონის წევრია, ქართველ თანატოლებთან 2 შეხვედრა გამართა.

პირველი მატჩი 27 ივნისს ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, რომელიც თურქებმა დაძაბულ ბრძოლაში, 6 ქულით მოიგეს. მეორე შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართა და ქართველების გამარჯვებით – 79:74 დასრულდა.

დავით როგავას გაწვრთნილი გუნდი მე-3 პერიოდში 16 ქულით აგებდა, თუმცა ბრძოლისა და თავდადების ხარჯზე საქართველოს 18- წლამდელთა ნაკრებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხა და ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089205