ფეხბურთი

11:40 | 29.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდე ნაკრები თურქეთთან მეორე ტესტ-მატჩში დამარცხდა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, რუსთავის აკადემიის სტადიონზე თურქი თანატოლების წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქესთან 3-ბურთიანი სხვაობით - 0:3 დამარცხდა.

25 ივნისს, პირველ ამხანაგურ მატჩში, 17-წლამდელებმა მეტოქეს - 2:1 სძლიეს - შეხვედრა, მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებით, უამინდობის გამო 66-ე წუთზე შეწყდა.

გიორგი ხიზანიშვილის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მომდევნო ციკლს, მიმდინარე წლის ოქტომბერში ითამაშებს. 17-წლამდე ნაკრები ჯგუფში - ინგლისს, ისრაელს და ლიეტუვას დაუპირისპირდება.

მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე - 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096196