სხვა

18:49 | 2.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბრიუსელსა და ათენში

ამ დღეებში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ორ ახალგაზრდულ საერთაშორისო ღონისძიებაში.

ბრიუსელში, ევროპის სპორტსმენთა მე-11 ფორუმზე, ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების (NOCs) სპორტსმენები და მათი წარმომადგენლები , ახალი იდეებისა და ძირითადი გამოწვევების განსახილველად შეიკრიბნენ.შეხვედრის მიზანი- NOC-ის სპორტსმენთა კომისიების დაკავშირება და ევროპული ქსელის გაძლიერება იყო.

საქართველოდან ღონისძიებას ესწრებოდნენ ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი და სამთო-მოთხილამურე სოსო ჯაფარიძე.

გაიმართა ოლიმპიური სოლიდარობის, ოლიმპიური დღის წესრიგის 2020+5 და IOC სპორტსმენთა მხარდასაჭერად შემუშავებული პროექტების პრეზენტაციები .

მონაწილეებმა ასევე მიიღეს მხარდაჭერა Athlete 365-ის პრეზენტაციის მეშვეობით, სადაც მათ სპორტული კარიერის შემდგომ საქმიანობაში დახმარება აღუთქვეს.

საერთაშორისო ოლიმპიური აკადემიის ორგანიზებით ათენში ჩატარდა ახალგაზრდა ოლიმპიელი ელჩების 62-ე საერთაშორისო სესია.

განხილვის ორი ძირითადი თემა იყო; „ოლიმპიური მოძრაობა და ოლიმპიზმი ციფრულ ეპოქაში" და ასევე „ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა ციფრული ჩართულობის სტრატეგიებისა და ვირტუალური სპორტის საშუალებით".

საქართველოდან სესიას ჩვენი წარმომადგენელი გვანცა ქიქავა ესწრებოდა.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08861