სხვა

11:00 | 4.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

5 ოქრო და 1 ვერცხლი - ქართველი კუდოისტების წარმატებული ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე

6-დან 6 მედალი: 5 ოქრო და 1 ვერცხლი! - ქართველმა კუდოისტებმა მალტაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ჯუნიორთა შორის ჩატარდა, წარმატებით იასპარეზეს. კონტინენტის პირველობაზე საქართველოდან სამ სხვადახვა კატეგორიაში ექვსმა კუდოისტმა იასპარეზა და ექვსივემ მედალი მოიპოვა.

13 წლამდელთა შორის, 42 კგ წონით გატეგორიაში ჩემპიონი დიმიტრი ბერაია გახდა. 16 წალდელებში ქართველებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე 48 კილოგრამში ლადო აფრასიძე, 58 კილოგრამში გიორგი ჟვანია და 68 კილოგრამში საბა მაქაცარია ავიდნენ.

ვერცლის მედალი 19 წლამდელთა შორის მოასპარეზე ლუკა ნასარიძემ მოიპოვა, ჩემპიონი კი ვასილ დვალაძე (-260) გახდა. ამ უკანასკნელმა ჩემპიონობასთან ერთად კიდევ ერთი ჯილდო მიიღო და მას ტურნირზე საუკეთესოდ ჩატარებული ბრძოლისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა.

საქართველოს კუდოს ეროვნული ფედერაციის დელეგაცია მალტას რესპუბლიკაში კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით იმყოფება. დელეგაციაში ორი მწვრთნელია, დავით დუშუაშვილი და ირაკლი პაპავა. დავით ყოლბაიამ და დავით დუშუაშვილმა ევროპის ჩემპიონატამდე სპეციალური კურსი გაიარეს და ევროპირველობაზე იმსაჯეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091865