სხვა

16:53 | 5.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე

ეგვიპტეში 15-22 ივლისს ფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.

საქართველო აღნიშნულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:

ხმალი ქალები: თეოდორა კახიანი-მეკლინგი,ლიკა ჯიჯეიშვილი, ალექსანდრა კუვაევა.

ხმალი კაცები: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, ნიკოლოზ ჭეიშვილი, ლაშა კუჭუხიძე.

დაშნა ქალები: არინა კორნეევა.

რაპირა კაცები: ლუკა ღაღანიძე, ლაშა გალუაშვილი, პაველ ბორონტოვი.

ასევე კაიროში გაემგზავრებიან, დელეგაციის ხელმძღვანელი: მერაბ ბაზაძე - სფფ-ს პრეზიდენტი, სერგი ხატიაშვილი - მთავარ მწვრთნელი, გიორგი მახვილაძე - ექიმი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092601