ფეხბურთი

16:59 | 6.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია ნეაპოლშია: "კეთილი იყოს სახლში შენი მობრძანება"

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლშია, სადაც კასტელ ვოლტურნოში მივიდა. „ნაპოლის“ სოციალურ ქსელში კი ქართველი ფეხბურთელის პირველი ფოტოც გამოქვეყნდა, რომელშიც მას „ნაპოლის“ მაისური აცვია.

„კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში, ხვიჩა“, - წერია ნეაპოლიტანური კლუბის განცხადებაში.

ნაპოლიმ შეკრება დღეს დაიწყო და კვარაცხელიას გარდა, ბაზაზე მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტიც მივიდა. კლუბი საწვრთნელ პროცესს დიმაროში 9 ივლისიდან დაიწყებს, სადაც 19 ივლისამდე დარჩება. 14 ივლისს, „ნაპოლი“ ამხანაგურ მატჩის სამოყვარულო კლუბ „ანაუნისთან“ გამართავს, ხოლო 17 ივლისს, „პერუჯას“ გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ 5-წლიანი კონტრაქტით შეუერთდა. „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ტურში 14 აგვისტოს, „ვერონას“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093305