ისტორია

10:46 | 22.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

22 დეკემბერი

1949. დაიბადა ვახტანგ ქორიძე. ქართველი ფეხბურთელი. გამოირჩეოდა მოქმედების ფართო დიაპაზონით და კარგი ფიზიკური მომზადებით. თანაბარი წარმატებით თამაშობდა დაცვასა და ნახევარდაცვაში. ჰქონდა ძლიერი, “დაყენებული” დარტყმა. ვახტანგ ქორიძე თამაშობდა ბათუმისა (1967-75) და თბილისის “დინამოში” (1968-69, 1975-80), ლანჩხუთის “გურიაში” (1981). თბილისელთა შემადგენლობაში ჩაატარა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის 114 მატჩი, გაიტანა 22 გოლი. მიიღო მონაწილეობა საკავშირო თასის 26 შეხვედრაში (8). ჩაატარა 42 საერთაშორისო მატჩი, მათ შორის, 16 ევროტურნირებზე. ითამაშა თასების მფლობელთა თასის 1980-81 გათამაშების მე-16-ედ და მე-8-ედფინალურ სტადიებზე. ვახტანგ ქორიძე 1978 წლის საკავშირო პირველობის ჩემპიონია, 1977 წლის სეზონში მოიპოვა ვერცხლის მედალი, ხოლო 1976 წელს (გაზაფხული, შემოდგომა) 2-ჯერ გახდა მე-3-ადგილოსანი. ვახტანგ ქორიძე 1976 და 1979 წლებში დაეუფლა საკავშირო თასს, 1980 წელს კი, ფინალში იასპარეზა. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა 4 შეხვედრა და გაიტანა ერთი გოლი. მონაწილეობდა ევროპის 1980 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში. ამჟამად აჭარის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის თავკაცია. ვახტანგ ქორიძე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.


მნიშვნელოვანი ფაქტები
1888. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონმა, ჯონ სალივანმა ჯეიკ კოლრეინი დაამარცხა.
1894. აშშ-ი დაარსდა გოლფის ეროვნული ასოციაცია.
1915. აშშ-ში, ბეისბოლის ფედერალური ლიგა გაუქმდა და ბეისბოლის ეროვნულ ლიგას შეერწყა.
1924. “ტორონტო სენტ პატრიკსის” მოთამაშე ბეიბ დაიმ ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) რეგულარული პირველობის მატჩში “ბოსტონ ბრუინზს” 5 შაიბა გაუტანა. თამაში ტორონტოელებმა 10:2 მოიგეს.
1934. მის თეო თროუბრიჯი ბოულინგის ქალ მოთამაშეთა შორის რეკორდული მაჩვენებლის მფლობელი გახდა. მან ზედიზედ 702 კეგლი წააქცია.
1935. გლაზგოს “სელტიკის” ცენტრფორვარდმა, ჯიმი მაკგრეგორმა 3 გოლი გაუტანა “აბერდინს” (თამაში გლაზგოელებმა 3:0 მოიგეს) და შოტლანდიის საფეხბურთო ლიგაში გატანილ ბურთთა რაოდენობა 364-მდე გაზარდა, რითიც ჰიუ ფერგიუსონის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. მაკგრეგორი “გლაზგოელ კათოლიკეთა” ღირსებას 1923-1938 წლებში იცავდა და კარიერის დასასრულისათვის 410 გოლის გატანა მოასწრო.
1946. საბჭოთა კავშირში კანადური ჰოკეის ჩემპიონატის პირველი შეხვედრები ჩატარდა.
1962. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მე-1 000 000-ე ქულა გაკეთდა.
1974. “ბოსტონ ბრუინზის” ცენტრფორვარდმა, ფილ ესპოზიტომ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მე-500-ე შაიბა გაიტანა და ამ მაჩვენებლით ლიგის მე-6-ე მოთამაშედ იქცა.
1985. დევისის თასის 74-ე გათამაშების ფინალში, შვეციის ეროვნულმა გუნდმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს 3:2 მოუგო. მატჩი მიუნხენში ჩატარდა.
1992. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ამავე ქვეყნის გუნდთან 0:1 წააგო. საქართველო: დევაძე, ჭედია, ცხადაძე (კაბისაშვილი), შელია, . ჯიშკარიანი, ცომაია, ქეცბაია, გოგიჩაიშვილი, კაჭარავა, ყიზილაშვილი (. ჯიშკარიანი), დარასელია (ნემსაძე). ნაკრებს ანატოლი ნორაკიძე წვრთნიდა, კაპიტანი კახი ცხადაძე იყო.
2006. მადრიდის “რეალმა” არგენტინელ ფეხბურთელებთან გონსალო იგუაინთან
და ფერნანდო გაგოსთან გააფორმა კონტრაქტები.
   
ამ დღეს დაიბადნენ
1879. სტანისლას ბიჟო. ფრანგი მოშაშე. ასუჯრედიან შაშში ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს (1925).
1912. ჰენრი არმსტრონგი. ამერიკელი მოკრივე. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა სამ წონით კატეგორიაში (უმჩატესი, მჩატე, ქვესაშუალო).
1935. ოლეგ პროტოპოპოვი. ციგურებით ფიგურული მოცეკვავე (სპორტული წყვილი). ლიუდმილა ბელოუსოვასთან ერთად, 1964 და 1968 წლების ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. პროტოპოპოვი მსოფლიოს, ევროპისა და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონია. 1968 წლის ოლიმპიადის შემდეგ თანამეწყვილე და მეუღლე ბელოუსოვასთან ერთად შვეიცარიაში ემიგრაციაში წავიდა, პროფესიონალებში გადავიდა და ყინულზე ცეკვის საბალეტო დასის წევრი გახდა. მშობლიურ სანკტ-პეტერბურგში ჩასვლა პროტოპოპოვმა და ბელოუსოვამ მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეძლეს.
1943. აიმე ანტუნიესი. ბელგიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი. ბენილუქსელთა ეროვნული გუნდი გაიყვანა კორეა-იაპონიის 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ბელგიელებს 2000 წლის ევროპის პირველობაზეც წვრთნიდა.  
1943. ბილი ჯინ კინგი. ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი ქალი. მოგებული აქვს “დიდი სლემის” ოთხივე ტურნირი. დაიბადა მეხანძრის ოჯახში და ჩოგბურთის თამაში კალიფორნიის შტატის ლონგ ბიჩის კორტებზე დაიწყო. 17 წლისამ (1971) კარენ ჰანცერთან ერთად უიმბლდონის წყვილთა ტურნირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1965 წელს, ცოლად გაჰყვა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტ ლოურენს კინგს. ერთეულთა თანრიგში ბილი ჯინ კინგმა “დიდი მუზარადის” პირველი ტურნირი 1966 წელს მოიგო, როდესაც უიმბლდონის ფინალში მარია ბუენო 6:3, 3:6, 6:1 დაამარცხა. სულ ბილი ჯინ კინგს ერთეულთა თანრიგში “დიდი მუზარადის” ტურნირები 12-ჯერ (6-ჯერ უიმბლდონი, 4-ჯერ აშშ-ის ღია პირველობა, თითოჯერ საფრანგეთისა და ავსტრალიის ღია პირველობები) აქვს მოგებული. აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ბილი ჯინ კინგი აშშ-ის ნაკრებისა და ოლიმპიადებზე ამერიკელ ჩოგბურთელთა მწვრთნელი (კაპიტანი) გახდა. მან 1996 წელს, აშშ-ის ეროვნულ გუნდს Fed Cup-ი მოაგებინა, ხოლო ოლიმპიადებზე ლინდსეი დევენპორტის, ჯიჯ ფერნანდესისა და მერი ჯო ფერნანდესის გაჩემპიონებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც მათმა დამრიგებელმა. 2002 წელს, ბილი ჯინ კინგმა აშშ-ის ნაკრებიდან ჯენიფერ კაპრიატი დაითხოვა, რასაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა და 2003 წელს, ამ პოსტზე იგი ზინა გარისონმა შეცვალა. ბილი ჯინ კინგი გასული საუკუნის 80-იან წლებში მეუღლეს გაშორდა და ამჟამად ნიუ იორკსა და სიეტლში ცხოვრობს.
1949. ვახტანგ ქორიძე. ქართველი ფეხბურთელი. გამოირჩეოდა მოქმედების ფართო დიაპაზონით და კარგი ფიზიკური მომზადებით. თანაბარი წარმატებით თამაშობდა დაცვასა და ნახევარდაცვაში. ჰქონდა ძლიერი, “დაყენებულიდარტყმა. ვახტანგ ქორიძე თამაშობდა ბათუმისა (1967-75) და თბილისისდინამოში” (1968-69, 1975-80), ლანჩხუთისგურიაში” (1981). თბილისელთა შემადგენლობაში ჩაატარა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის 114 მატჩი, გაიტანა 22 გოლი. მიიღო მონაწილეობა საკავშირო თასის 26 შეხვედრაში (8). ჩაატარა 42 საერთაშორისო მატჩი, მათ შორის, 16 ევროტურნირებზე. ითამაშა თასების მფლობელთა თასის 1980-81 გათამაშების მე-16-ედ და მე-8-ედფინალურ სტადიებზე. ვახტანგ ქორიძე 1978 წლის საკავშირო პირველობის ჩემპიონია, 1977 წლის სეზონში მოიპოვა ვერცხლის მედალი, ხოლო 1976 წელს (გაზაფხული, შემოდგომა) 2-ჯერ გახდა მე-3-ადგილოსანი. ვახტანგ ქორიძე 1976 და 1979 წლებში დაეუფლა საკავშირო თასს, 1980 წელს კი, ფინალში იასპარეზა. საბჭოთა კავშირის  ნაკრებში ჩაატარა 4 შეხვედრა და გაიტანა ერთი გოლი. მონაწილეობდა ევროპის 1980 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში. ამჟამად აჭარის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის თავკაცია. ვახტანგ ქორიძე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
1958. ტამარა ბიკოვა. საბჭოთა მძლეოსანი. სიმაღლეზე ხტომაში 1983 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ბიკოვას 3-ჯერ აქვს დამყარებული მსოფლიოს რეკორდი.  
1959. ბერნდ შუსტერი. გერმანიის ნაკრების, “კიოლნის” (1978-80), “ბარსელონა” (1980-88), მადრიდის “რეალის” (1988-90), მადრიდის “ატლეტიკოს” (1990-93), ლევერკუზენის “ბაიერის” (1993-96), მექსიკის უნამ-ის (1996-97) ნახევარმცველი. ევროპის 1980 წლის ჩემპიონი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 21 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. 1982 წელს დაეუფლა თასების თასს. ესპანეთის ჩემპიონი (1985, 1989, 1990) და თასის მფლობელი (1981, 1983, 1988, 1989, 1991, 1992). საკლუბო კარიერის განმავლობაში ჩაატარა 446 მატჩი, გაიტანა 105 გოლი. წვრთნიდა კიოლნის “ფორტუნას”, “კიოლნს”, ესპანურ “ხერესს”, დონეცკის “შახტარს”, “ლევანტეს”, მადრიდის “რეალს”, სტამბოლის “ბეშიქთაშს”.
1960. ტაირელ ბიგზი. ამერიკელი მოკრივე. სეპერმძიმე წონით კატეგორიის მოკრივეთა შორის ლოს-ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1973. ანი პელიტიე. კანადელი წყალში მხტომელი. 3-მეტრიანი ტრამპლინიდან წყალში ხტომაში ატლანტის 1996 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.
1973. მატიას ალმეიდა. არგენტინის ეროვნული ნაკრების, ბუენოს აირესის “რივერ პლეიტის”, “სევილიას”, “ლაციოს”, “პარმას”, “ინტერის”, “ბრეშიას”, “კილმესის” და “ლინის” ფეხბურთელი. 1996-2005 წლებში, არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 39 მატჩი, გაიტანა 1 გოლი.
1975. სტანისლავ ნეკრი. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და “ოტავა სენატორზის” მცველი. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
 

0.09167