„ლივერპულის“ ნახევარმცველმა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა, ჟურნალისტებს „წითლების“ 2022-23 წლების სეზონის გეგმების შესახებ უამბო.
„ვფიქრობ, გუნდში ბიჭებს გათავისებული აქვთ, რომ ახალ სეზონში ჩვენი მიზანი ყველა ტურნირის მოგება იქნება. გასულ სეზონშიც რეალური იყო ამ მიზნის შესრულება. მართლაც კარგი კამპანია ჩავატარეთ, ორი პრიზი მოვიპოვეთ. ფეხბურთელებმა იციან, რომ ყველა ტურნირში კონკურენტუნარიანები ვართ.“ - ციტირებს ჩემბერლენის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ლივერპულმა“ ინგლისის ასოციაციის და ლიგის თასები მოიგო. ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა (0:1).









