კალათბურთი

11:03 | 9.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯუნიორ NBA-ს 2022 წლის „ა“ ლიგა “ვინგსის” (ტორონტო) გამარჯვებით დასრულდა

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პოპულარული საკალათბურთო ღონისძიება – ჯუნიორ NBA ლიგა დასრულდა. ოთხთა ფინალის მატჩებს ახალაშენებულმა თბილისი არენამ” უმასპინძლა, სადაც 2022 წლის სეზონის გამარჯვებული და პრიზიორები გამოვლინდნენ. ე-3 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს თბილისი ბასკეტი („ბოსტონი“) და ქუთაისი („სან ანტონიო“) დაუპირისპირდნენ. თამაში თბილისი ბასკეტის გამარჯვებით, 55:17 დასრულდა. ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ვინგსი („ტორონტო’) და აია („დალასი“) შეხვდნენ. 2022 წლის ჯუნიორ NBA-ს „ა“ ლიგის ჩემპიონის ტიტული ვინგსს („ტორონტო) ერგო, რომელმაც ფინალურ მატჩში აია (დალასი) 41:32 დაამარცხა.

მატჩების დასრულების შემდგომ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. მონაწილე გუნდებს შესაბამისი პრიზები, ეროვნული ნაკრების წევრებმა – გოგა ბითაძემ, ბექა ბურჯანაძემ, კახაბერ ჯინჭარაძემ, მანუჩარ მარკოიშვილმა, ანატოლი ბოისამ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე- პაატა გურასპაულმა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა – ნიკოლოზ დერიუგინმა გადასცეს.

სეზონის საფინალო მატში ტრადიციულად, გამოვლინდა 2022 წლის ჯუნიორ ნბა-ს „ა“ ლიგის ოთხთა ფინალის 8 საუკეთესო მოთამაშე, რომლებსაც ეროვნული ნაკრების მაისურები გადაეცათ:

ვინგსი („ტორონტო“)- ანდრია ჭკადუა; დემე სითათაშვილი

აია („დალასი“)- გიორგი ადეიშვილი; ბუბა კვასტიანი

თბილისი ბასკეტი („ბოსტონი“)- ნიკოლოზ მარკოიშვილი; დათა ხატიაშვილი

ქუთაისი („სან ანტონიო“) – ნიკოლოზ გურეშიძე; გურამ ობოლაძე

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.156338