„მანჩესტერ სიტიმ“ როდრის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც ინგლისური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, ესპანელი „ეტიჰად სთედიუმზე“ 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება.
„სიტიმ“ როდრი 2019 წელს „ატლეტიკოდან“ შეიძინა და მას შემდეგ 26 წლის ფეხბურთელმა 151 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.
როდრი „ვილიარეალის“ აკადემიის აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 2016-2018 წლებში 84 თამაშში 2 გოლი გაიტანა, ხოლო 2018-2019 წლების სეზონში მადრიდის „ატლეტიკოში“ ითამაშა (47 მატჩი, 3 გოლი).









