რაგბი

10:27 | 14.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმი რაგბი ევროპის სუპერთასზე იასპარეზებს

გასულ უქმეებზე დამოუკიდებელი ქართული რაგბის ისტორიაში საქართველოს ნაკრენმა ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. "ბორჯღალოსნებმა" გადაჭედილ "აჭარაბეთ არენაზე" იტალია 28:19 დაამარცხეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ე.წ. Tier 1-ის გუნდი დაამარცხა.

სანაკრებო რაგბის წარმატების შემდეგ, გვსურს ქართულ საკლუბო რაგბიზეც გაუწყოთ კარგი ამბავი. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი რაგბის კლუბი "ბათუმი" 2022-2023 წლების რაგბი ევროპის სუპერთასზე მიიღებს მონაწილეობას. ეს ტურნირი შარშან პირველად გაიმართა და მისი გამარჯვებული პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი "შავი ლომი" გახდა.

გეტყვით იმასაც, რომ ირაკლი ნინიძისა და პალიკო ჯიმშელაძის გაწვრთნილმა გუნდმა განსვლილი დიდი 10 ისე მოიგო, მხოლოდ ერთი მატჩი წააგი, რაც საქართველოს ჩემპიონატში უპროცენდენტო შემთხვევაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.17679