სხვა

3:51 | 16.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

მძლეოსნობაში მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატს ტოკიო უმასპინძლებს

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატი ტოკიოში, ოლიმპიურ არენაზე გაიმართება. იმავე წელს, იაპონიის მძლეოსნობის ფედერაცების ასოციაცია დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ტოკიომ კენჭისყრაში ისეთ მეტოქეებს აჯობა, როგორებიცაა ნაირობი (კენია), სილეზია (პოლონეთი, გერმანია და ჩეხეთი) და სინგაპური. მსოფლიოს მომდევნო ჩემპიონატს, რომელიც 2023 წელს ჩატარდება, ბუდაპეშტი (უნგრეთი) უმასპინძლებს.

ტოკიოში მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი 1991 წელსაც ჩატარდა. ის განსაკუთრებით დამასახსოვრებელი, სიგრძეზე ხტომაში ორი ამერიკელი ათლეტის, მაიკ პაუელის და კარლ ლუისის დაპირისპირებით გახდა, რომელშიც პაუელმა გაიმარჯვა. ტოკიომდე იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატი 2007 წელს, ქალაქ ოსაკაში ჩატარდა.

გარდა ამისა, ვორლდ ათლეტიკსის (მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია, ყოფილი IAAF - მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაცია) გადაწყვეტილებით, მძლეოსნობაში ქროსის მსოფლიო ჩემპიონატი 2024 წელს ხორვატიის მედულინსა და პულაში გაიმართება, 2026 წელს კი შტატ ფლორიდის ტალაჰასიში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091299