ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაცია იტალიური გრანდის ვებგვერდმა დაადასტურა.
მხარეები შეთანხმდნენ და შვედმა ფეხბურთელმა „როსონერისთან“ ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ვეტერანი ფორვარდი ახალი კონტრაქტის გამო ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებასაც დათანხმდა.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ 2020 წლის იანვარში დაბრუნდა და მას შემდეგ 74 მატჩში 36 გოლი გაიტანა. 40 წლის შვედი ამჟამად ტრამირებულია და მოედანზე სავარაუდოდ დეკემბრამდე ვერ გავა.









