კალათბურთი

0:40 | 21.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები ჩრდ. მაკედონიასთან დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს B დივიზიონში გამოეთიშა, შესაბამისად, A დივიზიონში ვერ გადავა.

საქართველოს მეოთხედფინალში გასასვლელად ბოლო ტურში ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვება სჭირდებოდა, მაგრამ დაძაბულ ბრძოლაში 73:76 დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა.

მილოშ გლოგორიევიჩის გუნდში საუკეთესოები ვლადიმერ თავაქარაშვილი და ვლადიმერ სალარიძე იყვნენ, რომლებმაც ნაკრებს 19-19 ქულა შესძინეს.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 2 მოგებით და 2 წაგებით მესამე ადგილი დაიკავა, მეოთხედფინალში კი შვედეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის 20-წლამდე ნაკრებები გავიდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090955