საქართველოს 20-წლამდე ნაკრები B დივიზიონის ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა და A დივიზიონის საგზურისთვის ბრძოლა ვერ მოახერხა, თუმცა, ტურნირში მეცხრე ადგილის დასაკავებლად თამაშს აგრძელებს.
მილოშ გლოგორიევიჩის გუნდმა მორიგი მატჩი ნიდერლანდების 20-წლამდე ნაკრებთან ჩაატარა და 67:53 მოიგო.
ქართველმა კალათბურთელებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს, რომელიც მესამე პერიოდში კიდევ უფრო გაიმყარეს და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს. საუკეთესო ლუკა ლიკლიკაძე იყო, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო, ხოლო ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა გუნდს 13 ქულა შესძინა.
საქართველოს 20-წლამდე ნაკრები მომდევნო შეხვედრას 23 ივლისს გამართავს და მისი მეტოქე ირლანდიასა და ალბანეთს შორის გამარჯვებული იქნება.







