სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:10 | 23.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი კომიკოსი: "ყველაზე დიდ ინტერესს ჩემში კვარაცხელია იწვევს"

ცნობილმა იტალიელმა კომიკოსმა და ფეხბურთის დიდმა გულშემატკივარმა ჯენე ნიოკიმ განაცხადა, რომ იტალიურ კლუბებში განხორციელებული ახალი ტრანსფერებიდან ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელიას თამაში აინტერესებს.

„ნაპოლი“ ამ მომენტისთვის თითქოს სხვა გუნდებს ჩამორჩება, მაგრამ საჭიროა, როგორ იმუშავებს კვარაცხელიას და სხვა ფეხბურთელების ტრანსფერები. ყველაზე მეტად, სწორედ „ნაპოლის“ ქართველი იწვევს ჩემში ინტერესს, მაგრამ ასევე იოვიჩიც, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან ნიჭიერია“, - თქვა ნიოკიმ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ახალი სეზონი 13 აგვისტოს დაიწყება და „ნაპოლი“ პირველი ტურის მატჩს 15 აგვისტოს, სტუმრად „ვერონასთან“ ჩაატარებს.

0.169586