კალათბურთი

19:29 | 24.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ კოსოვო დაამარცხა და B დივიზიონში მე-11 ადგილი დაიკავა

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა თბილისში გამართული B დივიზიონის ევროპის ჩემპიონატი მე-11 ადგილზე დაასრულა.

მილოშ გლოგორიევიჩის გუნდმა მე-11 პოზიციისთვის შეხვედრაში კოსოვო 116:79 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებს ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა ულიდერა, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო, ხოლო მერაბ შენგელიას აქტივში 20 ქულაა.

ამრიგად, საქართველომ ტურნირი მე-11 პოზიციაზე დაასრულა და ცხადია ამ შედეგით A დივიზიონში ვერ აღზევდა. ქართველმა კალათბურთელებმა ტურნირზე 4 მატჩი მოიგეს და სამჯერ მარცხი განიცადეს.

0.093511