კალათბურთი

17:21 | 27.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო

26 ივლისს ანდორაში გოგონათა შორის ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის C დივიზიონი დაიწყო. ტურნირში ქართულ ნაკრებთან ერთად სულ 6 გუნდი: ალბანეთი, ანდორა, გიბრალტარი, მალტა და მოლდოვა მონაწილეობენ.

საქართველოს გოგონათა ნაკრებს ნინო ყიფშიძე წვრთნის, რომელსაც ასისტენტობას ზვიად დიდბარიძე უწევს. ჩვენი გუნდი B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად გიბრალტარი და მოლდოვა ჰყავს.

18 წლამდელთა გოგონათა გუნდმა ჩემპიონატზე ასპარეზობა გუშინ, გიბრალტარის დამარცხებით დაიწყო. ჩვენმა ნაკრებმა მეტოქე დამაჯერებელი სხვაობით 39:69 დაამარცხა. გუნდში საუკეთესო შედეგი ლიკა კვირკვიას ჰქონდა, რომელმაც 19 ქულა და 23 მოხსნა დააგროვა. 12 ქულა და 6 მოხსნა ანა ნამგალაძის ანგარიშზეა. აღსანიშნავია სალომე სვანის თამაშიც, რომელმაც 11 ქულა, 8 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

GBF.GE

0.166892