სხვა

12:50 | 12.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა კუხალაშვილმა ცურვაში საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე 2022 წლის ევროპის საწყლოსნო სახეობათა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლუკა კუხალაშვილმა 100 მ. თავისუფალი ყაიდაზე საკვალიფიკაციო გაცურვაში საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა შედეგით 0:50.90 და გააუმჯობესა რა, დავით აბესაძის მიერ 2021 წელს ნაჩვენები დრო(0:51.33). თავად ლუკას პირადი საუკეთესო შედეგი ამ დისტანციაზე 0:51:49 წამს შეადგენდა.

კუხალაშვილმა მისთვის სარეკორდი 782 ფინას ქულაც მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი მოცურავე, რომელმაც 100-მეტრიანი დისტანცია 51 წამზე ნაკლებ დროში დაფარა. ეს ლუკასთვის 50-მეტრიან აუზზე დაფიქსირებული საქართველოს პირველი რეკორდია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087776