სხვა

19:02 | 19.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილის მერჩი ექსკლუზიურად VELI.store-ზე

VELI.store ქართული სპორტის გულშემატკივარია! თუ გინდათ თავი მერაბ დვალიშვილის ნამდვილ მხარდამჭერად იგრძნოთ, ამის გაკეთება უკვე სახლიდან გაუსვლელად, მისი მერჩით შეგიძლიათ.

მერაბ დვალიშვილს 21 აგვისტოს, ამერიკაში, კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა აქვს. ის ლეგენდარულ ჟოზე ალდოს დაუპირისპირდება. სახელოვანი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, დვალიშვილი ორგანიზაციაში ზედიზედ მე-8 გამარჯვებას მოიპოვებს, რის შემდეგაც საჩემპიონო ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახდება.

იმისთვის, რომ ამ მნიშვნელოვან მომენტში მისი გულშემატკივრობა საქართველოდანაც შევძლოთ, შეიქმნა მერაბ დვალიშვილის, იგივე “The Machine”, მერჩი, რომლის ნახვაც სრულად VELI.store-ზე შეგიძლიათ.

მაქსიმალური ემოციებისა და მხარდაჭერისთვის, მერაბ დვალიშვილის ბრძოლის ყველა ეკრანზე ნახვას, Setanta Sport-ის დახმარებით შეძლებთ.

Veli.store ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მზარდი კომპანიაა და გვიხარია, რომ Setanta Sports-ი ამ ბრენდის პარტნიორი გახდა. ჩვენი მაუწყებლობა და სერვისი გულშემატკივრისთვის სპორტის ყურების ახლებურ გამოცდილებასთან ერთად, მიზნად სპორტსმენების და მათი ყოველდღიურობის დეტალურად ასახვას და ფანებამდე სწორად მიტანას ისახავს. ვფიქრობ, სპორტსმენების ბრენდირებული მერჩების გულშემატკივრისთვის შეთავაზება მათ სპორტის სხვადასხვა სახეობასთან კიდევ უფრო დააახლოებს.

მერაბ დვალიშვილი Setanta Sports-ის ამბასადორია და გვიხარია, რომ პირველი ერთობლივი კოლაბორაციის შედეგს გულშემატკივარი სულ მალე თავად შეაფასებს. ამ მიმართულებით, Veli.store-თან ერთად დიდი გეგმები გვაქვს სპორტის გულშემატკივარს კიდევ უფრო მეტ სიახლეს შევთავაზებთ“, - თამარ ბადაშვილი, Setanta Sports-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

მერაბ დვალიშვილის მერჩი მოიცავს, სპეციალურად შექმნილ მაისურებს, კეპებს, ჰუდებსა და ა.შ. მაგრამ რასაც ყველა მოუთმენლად ველოდებით, მისი ხელმოწერილი ნივთებია!

VELI.store ციფრული საყიდლების ველია, რომლის მისია მომხმარებლებისთვის შოპინგის გამოცდილების გაუმჯობესება და გამარტივებაა. ველიზე ნებისმიერი ინტერესის ადამიანი შეძლებს სასურველი პროდუქტის მოძებნას, მათ შორის უკვე სპორტის მოყვარულებიც.

“სპორტი და მისი გულშემატკივრობა აახლოებს ადამიანებს და ძალიან ძვირფას მოგონებებს ქმნის. სწორედ ამიტომ, ძალიან გვიხარია სეტანტასთან დამეგობრება, რომელიც ქართული გულშემატკივრობის კულტურის განვითარებას ისახავს მიზნად.

ველი უერთდება ქართული სპორტის გულშემატკივართა სიას და ამ მიმართულებით ბევრ სიახლეს უმზადებს ადამიანებს.” - გიორგი ბერეჩიკიძე Veli.store-ის ციფრული მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი.

VELI.store ქართული სპორტის გულშემატკივრის როლში ბევრ სიახლეს გვპირდება, რომლებსაც სულ მალე გავიგებთ. მერაბ დვალიშვილის მერჩის შეძენა კი ველიზე უკვე შესაძლებელია, შეკვეთას საქართველოს ნებისმიერ წერტილში მიიღებ. მეტიც თბილისსა და მის გარშემო, იმავე დღეს 3 საათში იქნება შენს კართან.

®

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097255