ფეხბურთი

1:09 | 23.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" მოიგო, "ლივერპული" სამი ტურის შემდეგ მოგების გარეშეა

ინგლისის პრემიერლიგაში სამი ტური მიილია და „ლივერპული“ მოუგებლადაა. სამაგიეროდ, ზედიზედ ორი წაგების შემდეგ მოიგო „მანჩესტერ იუნაიტედმა“.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა „ოლდ ტრაფორდზე“ უპრინციპულეს მეტოქეს აჯობა და სატურნირო ცხრილში გადაასწრო. ანგარიში მე-16 წუთზე ჯეიდონ სანჩომ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში მარკუს რაშფორდმა სხვაობა გააორმაგა. ბოლოსკენ მოჰამედ სალაჰმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ფაქტია, „ლივერპული“ სეზონის სტარტს იდეალურ ფორმაში ვერ შეხვდა, „მანჩესტერმა“ კი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ნამდვილად გამოიკეთა.

„მანჩესტერი“ 3 ქულით მე-14 ადგილზეა და 27 აგვისტოს, „საუთჰემპტონს“ ესტუმრება, ხოლო „ლივერპული“ 2 ქულით მე-16 პოზიციაზეა და წინ „ბორნმუთთან“ თამაში ელოდება.

„მანჩესტერი“ – „ლივერპული“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 სანჩო (16), 2:0 რაშფორდი (53), 2:1 სალაჰი (81)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090242