კალათბურთი

18:50 | 27.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

თვაური ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მატჩს განსჯის

პორტუგალიის ქალაქ მატუსინიუშში დღემ მთავრდება ევროპის 16-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი. ტურნირს ნეიტრალური მსაჯის სტატუსით ემსახურება ქართველი არბიტრი კირილე თვაური.

შეჯიბრების ბოლო დღეს თვაურს ფიბას სამსაჯო დეპარტამენტმა ნდობა გამოუცხადა და მესამე ადგილისთვის მატჩის, პორტუგალია – ხორვატიის განსჯა ანდო.

ეს ზაფხული წარმატებული გამოდგა ქართველი არბიტრისთვის: მან ჯერ თბილისში გამართულ ევროპის 20-წლამდე ვაჯთა ჩემპიონატზე (ბ დივიზიონი) ფინალი იმსაჯა, შემდეგ რუმინეთის ქალაქ პლოეშტიში ევროპის 18-წლამდე ვაჯთა ჩემპიონატზე (ბ დივიზიონი) ნახევარფინალი. საზაფხულო სეზონს კი ზემოაღნიშნული ბრინჯაოს მატჩით დაასრულებს.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098772