ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის A ჯგუფის მეორე მატჩი თბილისში თურქეთისა და მონტენეგროს შორის გაიმართა.
შეხვედრაში ფავორიტად თურქები განიხილებოდნენ და მოიგეს კიდეც, მაგრამ მონტენეგრო ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან - რამდენიმე წამი დააკლდა.
პირველი ტაიმი თურქეთის ნაკრებმა 10 ქულით მოიგო, მაგრამ მეორე მეოთხედი მეტოქემ დიდებულად ჩაატარა და ჩამორჩენა გააბათილა. უფრო მეტიც, საფინალო სირენამდე 24 წამით ადრე მონტენეგრო იგებდა, მაგრამ შემდეგ თურქეთმა მობილიზება მოახდინა, ჯერ ზუსტი ორქულიანით გავიდა წინ (69:68), ხოლო მერე ბოლო წამზე ჩააგდეს სამქულიანი და საბოლოოდ 72:68 მოიგეს.
თურქეთის ნაკრებს შეინ ლარკინმა 18 ქულით და 7 პასით ულიდერა, 15 ქულა ჩააგდო ჯედი ოსმანმა, ხოლო ალფერენ შენგუნის აქტივში 12 ქულა იყო. მონტენეგროელთაგან ბოიან დუბლიევიჩი გამოირჩა (18 ქულა), ხოლო მარკო სიმონოვიჩმა 13 ქულა ჩააგდო.
მეორე ტურში თურქეთი ბულგარეთს, ხოლო მონტენეგრო ესპანეთს შეხვდება. ორივე მატჩი 3 სექტემბერს გაიმართება.
თურქეთი - მონტენეგრო 72:68 (14:18, 27:13, 12:20, 19:17)







