ფეხბურთი

17:44 | 23.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი მენეჯერი: "კვარაცხელიამ რჩევებს არ უნდა მოუსმინოს და ამ სტილით თამაში უნდა გააგრძელოს"

იტალიელმა საფეხბურთო მენეჯერმა სებასტიანო დურანტემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან თავისი სათამაშო სტილი არ უნდა შეიცვალოს. დურანტე ფიქრობს, რომ ქართველმა დრიბლინგები იმავე რაოდენობით უნდა გააკეთოს, როგორც აქამდე აკეთებდა.

„ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ჯენარო გატუზოს პერიოდიდან აკვირდებოდა. რინომ მკითხა მის შესახებ თუ ვიცოდი, ვუპასუხე, არ ვიცნობ-მეთქი, მაგრამ შემდეგ მისი თამაში ვნახე და გამაოცა. „ფიორენტინასთანაც“ კი, როცა დოდოს წინააღმდეგ თამაში ძალიან გაუჭირდა, საშუალო მოქმედებაც საკმარისი იყო, რომ მეტოქისთვის დიდი პრობლემა შეექმნა.

მე ის ძალიან მომწონს, როცა მჭიდროდ მეურვეობენ, როგორც კი მომენტს, მცირე სივრცეს იპოვის, მაშინვე რაღაცას იგონებს. იმედია, მომავალშიც ასე გააგრძელებს. მან არ უნდა შეწყვიტოს დრიბლინგები, ეს ბოლომდე უნდა გააკეთოს. არ მოუსმინოს იმ რჩევებს, რომლის მიხედვით ეუბნებიან, რომ დრიბლინგები არ უნდა გააკეთოს. რეალურად, ფეხბურთი დრიბლინგისგან შედგება და ხარისხის სწორედ ამ დროს ჩანს“, - თქვა დურანტემ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.06034