საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ამარცხებს - 1:0.
45 წუთი საკმაოდ დაძაბულ გამოდგა და ვილი სანიოლის გუნდს გაუჭირდა, თუმცა ტაიმი მაინც მოიგო. 35-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურობის შედეგად ბოიან მიოვსკიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
ამრიგად, ქართველმა ფეხბურთელებმა ტაიმი მოიგეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს დღეს ფრეც ხელს აძლევს ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად.









