„კლივლენდ კავალიერსის“ გამთამაშებელმა კაირი ირვინგმა, ვარჯიშის დროს კოჭის ტრავმა მიიღო, - აღნიშნულ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.
„ვარჯიშის დროს მარჯვენა კოჭზე ტრავმა მივიღე, მაგრამ სერიოზული ტრავმა არაა, თავს კარგად ვგრძნობ“ - აღნიშნა კაირი ირვინგმა თავის „ტვიტერზე“.
ირვინგმა ტრავმების გამო ბოლო 3 სეზონში 49 მატჩი გამოტოვა.
კაირი ირვინგის ლამაზი მოძრაობები







