ფეხბურთი

17:42 | 11.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილი პოლონეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში

პოზნანის „ლეხის“ ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი პოლონეთის ექსტრაკლასას მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი შემტევი ექსტრაკლასას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია. გასულ ტურში გიორგიმ „რადომიაკთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა (1:0) და თავის გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა. ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში პირველად შეიყვანეს.

მიმდინარე სეზონში წიტაიშვილმა პოლონეთის ჩემპიონატის 9 მატჩში თავი თითო გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090161