ფეხბურთი

0:15 | 12.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "გადადგომას არ ვაპირებ, რთული გამოწვევა უფრო მიმზიდველია"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მაკაბისთან“ მარცხის შემდეგ ისაუბრა და გადადგომა გამორიცხა. როგორც მან თქვა, ახლა უფრო მოტივირებულია, რომ კრიზისი დაძლიოს.

„რთულად ასახსნელი სიტუაციაა, უბრალოდ უნდა გავჩუმდეთ. ახლა უნდა დავბრუნდეთ სახლში და უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, ვიდრე აქამდე ვმუშაობდით, ამ სიტუაციიდან უნდა გამოვიდეთ. ტურინულ დერბიმდე კონტინასაზე დავრჩებით. საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ ეს არ არის ტექნიკური ან ტაქტიკური პრობლემა, ეს გულის და ვნების საკითხია. ჩვენ ძალიან ინდივიდუალურად ვთამაშობთ და არა გუნდურად, ეს არ მომწონს.

მინდოდა გუნდურად გვეთამაშა, კომპაქტურად და პირიქით მოხდა. სამი დღე გვაქვს „ტორინოსთან“ მატჩისთვის მოსამზადებლად. ანიელი მართალია, უნდა გვრცხვენოდეს: სეზონში ყველაზე ცუდი პირველი ტაიმი გვქონდა, ახლა ბაზაზე უნდა დავრჩეთ, თვალებში ჩავხედოთ ერთმანეთს, რადგან ასე თამაში სწორი არ არის. გადადგომაზე თუ ვფიქრობ? აბსოლუტურად არა. გამოწვევა, როცა რთულდება, უფრო მიმზიდველი ხდება. ამ სიტუაციიდან სითამამით და ვნებით უნდა გამოვიდეთ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველად წააგო საწყის ოთხ ტურში 3 მატჩი და 3 ქულით მერვედფინალში გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგული აქვს. გარდა ამისა, სერია A-ში მერვე ადგილზეა და ლიდერ "ნაპოლის" 10 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087396