კალათბურთი

14:38 | 17.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფევაძის 17 ქულა და ლაგუნას მორიგი მარცხი რუმინეთში

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ალექსანდრე ფევაძის გუნდი ლაგუნა შარკსი რუმინეთის ჩემპიონატში თამაშს თამაშზე აგებს, თუმცა ქართველი ფორვარდი კი პირადი სტატისტიკით ერთ-ერთი გამორჩეულია. გასულ მატჩში ფევაძე ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო, როცა ლაგუნდა ბუქარესტის დინამოსთან 51:88 დამარცხდა.

ფევაძე მატჩში 17 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა და მოედანზე მყოფთაგან ყველაზე სარგებლიანიც გახდა. გასულ 3 ტურში ალექსანდრეს ჯამში46 ქულა აქვს ჩაგდებული.

ლაგუნა შარკსმა ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და ჩემპიონატის B ჯგუფში მე-7 ადგილს იკავებს. ფევაძის კლუბი მომდევნო ტურში ბუქარესტის სტიაუას შეხვდება.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173996