იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ, რომელიც Sk Sport-ზე მუშაობს, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ის უკვე გაცილებით ძლიერია, ვიდრე ლორენცო ინსინიე.
„კვარაცხელია გაცილებით მაგარია, ვიდრე ინსინიე და ის სიურპრიზი აღარ არის, პირიქით - ამ მომენტში უფრო და უფრო გვარწმუნებს თავის შესაძლებლობებში. ის ყოველთვის რიცხობრივ უპირატესობას ქმნის, მიუხედავად იმისა, რომ ფლანგის შემტევია, გოლებიც ხშირად გააქვს“, - თქვა კონდომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 7 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში. „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს „რომას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.






