„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთვის კონტრაქტის გაუმჯობესებასა და ხელფასის გაზრდას აპირებს. ინფორმაციას Calciomercato.it ავრცელებს.
წყაროს თანახმად, ვინაიდან ხვიჩას თამაშიდან გამომდინარე მის მიმართ ევროპული კლუბების ინტერესი მატულობს, ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი საფრთხის თავიდან არიდებას და ფეხბურთელის შესანარჩუნებლად მუშაობას იწყებს.
„ნაპოლი“ სეზონის ბოლოს კვარას კონტრაქტის ერთი წლით განახლებასა და ხელფასის გაზრდას შესთავაზებს, თუმცა ოდენობა ჯერ უცნობია. 21 წლის ქართველის გასამრჯელო „ნაპოლიში“ ამჟამად მხოლოდ მილიონ ევროზე ოდნავ მეტია და ბუნებრივია, უკეთეს პირობებს შესთავაზებენ.
შეგახსენებთ, მოქმედი კონტრაქტით კვარაცხელია „ნაპოლის“ ფეხბურთელი 2027 წლის ზაფხულამდე უნდა იყოს. თუმცა, უკვე დაუკავშირეს რამდენიმე გუნდს, მათ შორის მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ნიუკასლ იუნაიტედს“.







