სეულში, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) XXVI გენერალურ ასამბლეაზე პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს და შესაბამისი ჯილდოებიც გადასცეს.
ქალთა საუკეთესო გუნდი: კანადის ჰოკეისტთა ნაკრები;
კაცთან საუკეთესო გუნდი: შვედეთის ნაკრები კერლინგში;
შერეული გუნდი: ამერიკელი სნოუბორდისტები - ლინდსი იაკობელისი და ნიკ ბაუმგარტნერი;
საუკეთესო ქალი სპორტსმენი: ეილინ გუ (ჩინეთი, ფრისტაილი) - პეკინის ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი;
საუკეთესო კაცი სპორტსმენი: ჰვან დე ჰონი (კორეა, შორტ ტრეკი) - პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი;
სახელოვანი სპორტული კარიერა: ჯილდო გადაეცა ციგურებით რბენაში ოთხგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, 9-გზის მსოფლიო ჩემპიონს კლასიკურ მრავალჭიდში, 21-გზის მსოფლიო ჩემპიონს სხვადასხვა მანძილებზე, ევროპის 10-გზის ჩემპიონ კლასიკურ მრავალჭიდში, სახელოვან ნიდერლანდელ სპორტსმენს სვენ კრამერს.
geonoc.org.ge







