სხვა

14:25 | 15.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ტრამპლინის ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებით ტრამპლინის ექსპერტებს - ჰანს მარტინ რენს და უოლტერ ჰოფერს შეხვდა და 2025 წელს ბაკურიანში დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ტრამპლინის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ესაუბრა.

ტრამპლინის ექსპერტები საქართველოში სეოკ-ის მოწვევით, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ჩართულობით და საერთაშორისო ფედერაციის რეკომენდაციით იმყოფებიან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრები ბაკურიანში სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტთან მამუკა ხაბარელთან ერთად გაემგზავრნენ და ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ტრამპლინის მშენებლობისთვის სავარაუდო ადგილმდებარეობებს შეისწავლიან.

შეხვედრას ესწრებოდენენ სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.133636