მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში საუდის არაბეთსა და არგენტინას შორის გამართული მატჩის დროს არაბი ფეხბურთელი იასერ ალ-შაჰრანი საჰაერო ორთაბრძოლისას საკუთარი გუნდის მეკარეს, მოჰამედ ალ-ოვაისს ძლიერად შეეჯახა და იმდენად სერიოზული დაზიანება მიიღო, რომ მისი გერმანიაში გადაფრენა და ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო.
საუდის არაბეთის ფეხბურთელს ყბის მოტეხილობა, სახის ძვლების ჩამსხვრევა და შიდა სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც სამეფოს პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა კერძო თვითმფრინავი დაიქირავა და ალ-შაჰრანი გერმანიაში გაგზავნა ოპერაციის ჩასატარებლად. 30 წლის ფეხბურთელი ოპერაციის შემდგომ თავს კარგად გრძნობს, თუმცა სამწუხაროდ, ის კატარის მუნდიალზე თამაშს ვეღარ მოახერხებს.
საუდის არაბეთმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში არგენტინის ნაკრები სენსაციურად, 2:1 დაამარცხა და 3 ქულით C ჯგუფს ლიდერობს.
