ქართველმა ახალგაზრდა მოფარიკავემ, ალექსანდრა კუვაევამ გერმანიის ქალაქ ეისლინგენში მიმდინარე კადეტთა ევროპის თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა მოფარიკავემ ჯგუფურ ეტაპზე 5 შეხვედრა მოიგო, პლეი-ოფში კი თურქ, რუმინელ, ფრანგ, იტალიელ, ბულგარელ და ამერიკელ მოწინააღმდეგებს სძლია და ფინალში გავიდა.
ფინალურ ბრძოლაში კუვაევა ამერიკელ მოფარიკავე ჯენა შომანს შეხვდა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ალექსანდრა კუვაევამ ნოემბრის თვეში 20 დღეში კადეტთა 3 ტურნირზე სამივე სინჯის მედლის მოპოვება მოახერხა. სტამბულში ოქროს და სოფიაში ბრინჯაოს მედალს კუვაევამ გერმანიის ვერცხლიც შემატა.









