ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში მოყვარულთა ლიგა 2022-ის ფინალი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც ,,ბასა" გახდა.
ფინალურ დაპირისპირებაში ანგარიში ბექა ბიბილაშვილმა მე-5 წუთზე გახსნა. მე-14 წუთზე კი ,,ბასა"-ს ფეხბურთელმა, აკაკი მარუაშვილმა ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და მატჩი პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც უფრო ზუსტები, ,,ბასას" ფეხბურთელები აღმოჩნდნენ. ,,წყალტუბოს" სამჯერ შეეძლო პენალტების სერიაში გამარჯვების მოპოვება, თუმცა საბოლოოდ, საფეხბურთო ლატარეა 12:11 ,,ბასას" სასარგებლოდ დასრულდა.
მოყვარულთა ლიგის ფინალში გასვლამდე, აღმოსავლეთ ზონის ფინალში ,,ბასა"-მ დრამატულ ბრძოლაში, გასული სეზონის ჩემპიონი ,,ბასიანი" დაამარცხა, ,,წყალტუბო”-მ კი, ფინალამდე სამეგრელოს, აჭარის და გურიის წარმომადგენელი გუნდების ბარიერი გადალახა.
მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული გუნდი მომავალ სეზონში UEFA-ს რეგიონთა თასზე მიიღებს მონაწილეობას.









