“სანდერლენდის” ფეხბურთელი ემანუელ ჯაკერინი კლუბის დატოვებას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით 29 წლის შემტევით “ნაპოლის” თავკაცი რაფაელ ბენიტესია დაინტერესებული, თუმცა, როგორც იტალიელის აგენტი ფურიო ვალკარეჯი აცხადებს მოთამაშე გუსტავო პოიეტის გუნდში ყოფნით კმაყოფილია და სხვაგან წასვლას არ აპირებს.
“ნეაპოლურ კლუბს ჯაკერინის თაობაზე ჩემთან არ უსაუბრია. გავრცელდა ინფორმაცია “ნაპოლის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების დაწყების შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება”, - განაცხადა ვალკარეჯიმ.
“ჩეზენას” ყოფილი ფეხბურთელი 2013 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “იუვედან” გადავიდა ინგლისურ კლუბში. ფლანგელს იტალიის ეროვნულ ნაკრებში სამი გოლი აქვს გატანილი: ჰაიტის, ბრაზილიისა და ნიგერიის ნაკრებთა წინააღმდეგ.





