სხვა

15:58 | 10.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

საბა ბუთხუზი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია (+VIDEO)

ინდონეზიაში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა უშუისტი საბა ბუთხუზი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

56 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა სამი ბრძოლა მოიგო. მან 12-15 წლამდელებში თავდაპირველად საუდის არაბეთის წარმომადგენელს აჯობა, შემდეგ კი კანადელი უშუისტი დაამარცხა. ფინალურ შეხვედრაში საბამ მაკაუს წარმომადგენელ ენდი შის მოუგო და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

საქართველო მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 5 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და აღსანიშნავია, რომ მსგავსი დონის ტურნირზე ჩვენმა ქვეყანამ ოქროს მედალი პირველად მოიპოვა. შეჯიბრში სულ 60 ქვეყნის 800-მდე მონაწილე გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095533