არგენტინისა და ნიდერლანდების მატჩის მთავარმა მსაჯმა, ესპანელმა მატეუ ლაოსმა მოედანზე მყოფ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს 18 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა, რაც მუნდიალის ახალი რეკორდია.
აქამდე ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი ორჯერ, 2002 წლის მუნდიალზე, კამერუნისა და გერმანიის მატჩში და 2006 წლის მუნდიალზე, ცნობილ პორტუგალიისა და ნიდერლანდების შეხვედრაში იყო დაფიქსირებული. ორივე შემთხვევაში მთავარმა მსაჯმა გუნდებს ერთად, 16-16 ყვითელი ბარათი უჩვენა.
2002 წლის მატჩში ასევე ესპანელმა მსაჯმა, ანტონიო ხესუს ლოპეს ნიეტომ გერმანიისა და კამერუნის ფეხბურთელები შეხვედრაში, რომელიც 2:0 დასრულა, 16-ჯერ გააფრთხილა და გარდა ამისა. 2 ფეხბურთელიც მოედნიდან გააძევა. ესპანელმა მარკ ვივიენ-ფოე და კარსტენ იანკერი პირველ 10 წუთში გააფრთხილა, ეს უკანასკნელი მე-40 წუთზე გააძევა, ცვლილებაზე შემოსულ პატრიკ რუფოს კი წითელი ბარათი 78-ე წუთზე უჩვენა.
2006 წლის ცნობილი მატჩის არბიტრი ვალენტინ ივანოვი იყო. "ნიურნბერგის ბრძოლის" სახელით წოდებულ მატჩში რუსმა არბიტრმა ფეხბურთელებს 16 ყვითელი ბარათის გარდა, 4 წითელიც აჩვენა. ივანოვმა მოედნიდან ბულაჰრუზი და ჯოვანი ვან ბრონხორსტი ნიდერლანდების მხრიდან, კოშტინია და დეკუ კი პორტუგალიის მხრიდან გააძევა.
გუშინდელმა შეხვედრამ ეს რეკორდები გადაფარა. მატეუ ლაოსმა ფეხბურთელები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 18-ჯერ გააყვითლა.
საბოლოოდ, მატჩი არგენტინის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. "ალბისელესტე" ნახევარფინალში ხორვატიას 13 დეკემბერს, 23:00 საათზე დაუპირისპირდება.