ინგლისში, ალექსანდრა პალასში დართსის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც, ისტორიაში პირველად, ინგლისელი მაიკლ სმიტი გახდა.
ფინალურ შეხვედრაში სმიტმა ნიდერლანდელი ერთ-ერთი საუკეთესო დართსმენი, მაიკლ ვან გერვენი 7:4 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
მოთამაშეებმა მეორე სეტის მესამე ლეგში ალბათ დართსის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირება შემოგვთავაზეს, როდესაც ორივე მათგანი ლეგის სრულყოფილად დასრულებას ცდილობდა. ნიდერლანდელმა ბოლო ისარი ააცილა მიზანს, მაიკლ სმიტმა კი ლეგი 9 დართსში დახურა, რაც ამ სპორტში უდიდეს მიღწევად ითვლება.
საბოლოოდ, მაიკლ სმიტმა ბოლო სეტებში უპირატესობა მოიპოვა და ჩემპიონის ტიტულიც დაიმსახურა.









