ფეხბურთი

23:32 | 7.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე თასზე ბავშვობის კლუბს, „ლიონს“ დაუპირისპირდა და დამარცხდა

გიორგი მიქაუტაძე და მისი „მეცი“ საფრანგეთის თასზე „ლიონს“ დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დამარცხდნენ.



„ლიონი“ სწორედ ის გუნდია, რომელშიც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი 14 წლამდე თამაშობდა, თუმცა ოლიმპიკში მისი დატოვება არ ისურვეს და მიქაუტაძემ ლიონთან ახლოს მდებარე გუნდში, „სენტ-პრესტში“ განაგრძო კარიერა.

თასის 1/32 ფინალური ეტაპის მატჩი მიქაუტაძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა ის 61-ე წუთზე შეცვალეს. ფავორიტი „ლიონი“ მატჩის მე-60 წუთზე ბრედლი ბარკოლამ დააწინაურა, თუმცა 3 წუთში აბილ ჯალოუმ ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ დროში „მეცმა“ ლიონი ძალიან ანერვიულა, სანამ 77 წუთზე მცველმა კანდემ ავტოგოლი არ გაიტანა, რომელმაც „ლიონს“ გამარჯვება და მომდევნო ეტაპის საგზური მოუტანა.

მომდევნო მატჩს გიორგი მიქაუტაძე და „მეცი“ საფრანგეთის ლიგა 2-ის ეგიდით 10 იანვარს, „ნიმის“ წინააღმდეგ გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095765