პოზნანის "ლეხი" სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება და ამხანაგური მატჩი ევროპა ლიგის მოქმედ ჩემპიონ "აინტრახტთან" გამართა, რომელსაც დაუზავდა - 2:2.
ნიკა კვეკვესკირმა ამ შეხვედრაში გოლი გაიტანა. მან 22-ე წუთზე ჯარიმა ზუსტად დაარტყა და იმ დროისთვის თავისი გუნდი 2:0 დააწინაურა. პოლონეთის ჩემპიონის რიგებში გიორგი წიტაიშვილმაც ითამაშა.









