კალათბურთი

0:33 | 19.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალები დაკომპლექტდა

საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალურ რაუნდში ყველაზე დაძაბული თამაშები დღეს გაიმართა. გამართული 4 მატჩიდან სამში დიდი ბრძოლა გაიმართა. სამ წყვილში იმ გუნდებმა იმარჯვეს, რომლებსაც სერიის პირველი მატჩი წაგებული ჰქონდათ, თუმცა მხოლოდ ბათუმის გამარჯვება ეყო სერიის მოგებას – ორბმა და ტიტებმა წინა შეხვედრებში დაგროვებული დეფიციტი ვერ აღმოფხვრეს და თასის გათამაშებას გამოეთიშნენ.

კაკტუსი – ასტრალი 79:64 (სტატისტიკა)
სერიის საერთო ანგარიში: 156:133

“ა” ლიგის წარმომადგენელი ასტრალი გახლდათ ის ერთადერთი გუნდი, რომელმაც თასის მერვედფინალური სერიის პირველ მატჩებში მეტოქეს ყველაზე მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. ბექა ჩიკვილაძის გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგის ლიდერ კაკტუსთან პირველ შეხვედრაში მხოლოდ 9 ქულა დათმო და დღეს გამართულ მეორე მატჩში მეტის მიღწევის იმედი ჰქონდა. ამჯერად სუპერლიგის გუნდმა მეტი ყურადღება და მონდომება დაუთმო ასტრალთან მატჩს და დამაჯერებელი სხვაობით გაიმარჯვა.

მხოლოდ თავიდან, პირველ პერიოდში იყო თანაბარი ბრძოლა. ასტრალი ლიდერობდა კიდეც, თუმცა პერიოდი 13:16 დათმო და მეორე ათწუთეულიდან ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა კაკტუსმა თამაშზე სრული კონტროლი დაამყარა, მეორე პერიოდი სუპერლიგის გუნდმა 30:13 მოიგო, 20-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა და მეტოქე წელში გატეხა. საბოლოოდ კაკტუსმა 15 ქულით იმარჯვა და მეოთხედფინალის საგზური გაიფორმა.

გამარჯვებულებს 17 ქულითა და 7 მოხსნით რევაზ ჩაჩანიძემ ულიდერა. 18 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი სედრიკ ალეიმ მიითვალა. 10-10 ქულა ბექა ლომაშვილმა და მერაბ ბოქოლიშვილმა მოაგროვეს. ასტრალში 15 ქულით საუკეთესო იყო მელვინ ნიუბერნი. ჯონ კერიმ 12 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

კაკტუსი თასის მეოთხედფინალში გურჯაანის დელტას შეხვდება, რომელმაც მერვედფინალიდან ტიტები გამოთიშა.

GBG.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091875