სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:00 | 20.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" ტროსარს დაიმატებს

ლონდონის „არსენალი“ „ბრაიტონის“ ნახევარმცველ ლეანდრო ტროსარს დაიმატებს. ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და ბელგიელი კონტრაქტს დღეს გააფორმებს.

ტროსარის სანაცვლოდ „არსენალი“ 27 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდის და ფეხბურთელი „მეთოფეებთან“ ხელშეკრულებას 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

მიმდინარე სეზონში ტროსარმა პრემიერლიგაში 16 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა, სამჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093116