2023 წლის All Star-ის სასტარტო ხუთეულების არჩევის პროცესი, დღეს 12 საათზე დასრულდა, ხოლო სათადარიგო მოთამაშეები გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა – ირაკლი ხოშტარიამ და ბექა წივწივაძემ ოლიმპიურ სასახლეში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე დაასახელეს.
პრესკონფერენციისას სუპერლიგის ლიდერი გუნდების მწვრთნელებმა აღნიშნეს, რომ შემადგენლობის არჩევისას მოთამაშეთა მაჩვენებლების მიხედვით იმსჯელეს და საბოლოოდ All Star-ის ორივე გუნდი 12-12 მოთამაშით დააკომპლექტეს.
აღსანიშნავია ისიც რომ ირაკლი ხოშტარიამ და ბექა წივწივაძემ დაასახელეს მწვრთნელები, რომლებიც მათ 22 იანვარს, რუსთავში ასისტენტობას გაუწევენ. ადგილობრივი კალათბურთელების გუნდს ირაკლი ხოშტარიასთან ერთად ლექსო ლაფანაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო ლეგიონერებს ბექა წივწივაძე, ანატოლი ბოისა და ბესო ლეჟავა გაუძღვებიან.
სასტარტო ხუთეულები ასეთია:
ადგილობრივები
ლუკა ლუკლილაძე - 2493 ხმა
ლუკა ბულაშვილი - 2154
გუგა პატაშური - 2578
ლუკა კალატოზიშვილი - 2351
ბექა ბუქაური - 2164
ლეგიონერები
კაილი რიდლი - 2618 ხმა
ტრეი კროფტი - 2271
ჯარვის რეი - 3387
ლინტონ ესლაისი - 3109
ეივერი დიგსი - 2644


შეგახსენებთ რომ All Star-ის მატჩის ფარგლებში გაიმართება 3 ქულიანებისა და ჩატენვების კონკურსები. სნაიპერთა კონკურსში მონაწილე 6 კალათბურთელი სუპერლიგის პირველი წრის შემდგომ, 3 ქულიანი სროლების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებლის მქონე შემგომი კალათბურთელები იქნებიან: მიხეილ ბერიშვილი (თსუ), საბა ლობჯანიძე (ბათუმი), ლუკა ლიკლიკაძე (ოლიმპი), დერიკ ნიუტონი (დელტა), გიორგი გოგუა (ტიტები) და ნიკოლოზ სოსელია (ქუთაისი).
All Star-ი 22 იანვარს, 16:00 საათზე, რუსთავის საკალათბურთო დარბაზში გაიმართება და მაყურებელთათვის დასწრება თავისუფალია.
GBF.GE









