23 წლის ქართველი ფეხბურთელი, მიხეილ ერგემლიძე კარიერას ჩრდილოეთ მაკედონიის კლუბ „პანდევის აკადემიაში“ გააგრძელებს.
ჩრდილო მაკედონიურმა კლუბმა ერგემლიძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და ისიც ცნობილი გახდა, რომ ქართველმა ახალ კლუბთან 1.5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
„პანდევის აკადემია“ ცნობილი ჩრდილო მაკედინიელი ფეხბურთელის, გორან პანდევის დაარსებულია. ეს გუნდი ქვეყნის 12-გუნდიან ჩემპიონატში ამ მომენტისთვის 12 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს.
თავად ერგემლიძეს რაც შეეხება, 23 წლის ფეხბურთელი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და სხვადასხვა დროს ამავე გუნდში, „ჩიხურაში“, „გაგრაში“ „ადანა დემირსპორსა“ და „საბაჰში“ უთამაშია. მისი ბოლო კლუბი ასევე აზერბაიჯანის ჩემპიონატის წარმომადგენელი „ქაფაზი“ იყო, რომლის რიგებშიც 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.







