იტალიელმა ჟურნალისტმა გაეტანო იმპარატომ კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას მინიმუმ 80 მილიონ ევრდო აფასებს.
როგორც მან აღნიშნა, ეს დაბალი ფასია და კვარა გაცილებით მეტი ღირს. თუმცა, დარწმუნებულია, რომ „ნაპოლიმ“ ის არანაირ ფასად არ უნდა გაყიდოს.
„კვარაცხელია 80 მილიონი? აბსოლუტურად არ ვეთანხმები. ქართველისთვის ეს ფასი დაბალია. თუ ენცო ფერნანდესში „ჩელსიმ“ 120 მილიონი გადაიხადა, კვარა მინიმუმ 100 მილიონი ღირს, რადგან ძლიერი და ახალგაზრდაა. ნებისმიერ შემთხვევაში, მე არც მას და არც ოსიმენს არ გავუშვებდი, რადგან „ნაპოლის“ შეუძლია გამარჯვებული წლების ციკლი გახსნას“, - თქვა იმპარატომ.





