ფეხბურთი

23:46 | 13.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "აინტრახტი" შევისწავლეთ და ისეთივე ძლიერია, როგორც ჩვენ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კომენტარი მიმდინარე სეზონზე, გუნდში დიეგო მარადონას სახელის მნიშვნელობასა და ფრანკფურტის „აინტრახტის“ შესახებ გააკეთა.

იტალიელმა თქვა, რომ გერმანულ გუნდთან თამაში ადვილი არ იქნება, რადგან ისეთივე ძლიერია, როგორც „ნაპოლი“.

„სიმშვიდე გვჭირდება, რადგან ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო და მატჩები ჩასატარებელი, რაც ყურადღების გაფანტვის საშუალებას არ გვაძლევს. თუ მაქსიმუმს არ გავიღებთ, ძლიერი გუნდი ვერ ვიქნებით. ჩვენ გვყავს მარადონა, გასახდელში მისი ქანდაკებაა, რომელსაც ბევრი ეხება, მათ შორის მეც მოედანზე შესვლამდე. ის იყო ერთ-ერთი, რომელმაც ტიტულები მოიგო ლამაზით თამაშით, ყველაფრით, რაც ჩვენს გულშემატკივრებს მოსწონთ. გვსურს და ვცდილობთ, რომ მას დავემსგავსოთ. „აინტრახტი“ ისეთივე ძლიერია, როგორც ჩვენ, უკვე ვნახეთ ამ გუნდის მატჩები და შევისწავლეთ, ეს ძალიან რთული მატჩები იქნება“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, „აინტრახტისა“ და „ნაპოლის“ მატჩები 21 თებერვალს და 15 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167471